Wednesday, August 27, 2014
მესამე დღე
შევამოწმეთ საგნობრივი სტანდარტებიდან რამდენად სწორად და შესაბამისად ამოვიწერეთ შედეგები ჩვენი პროექტისთვის. ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარა ბლუმის განახლებული ტაქსონომია.. სტანდარტის შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ პროექტის ამოცანები, რომელიც კონკრეტულია და რომლის შეფასებასაც ნამდვილად შევძლებთ.გავეცანით და შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.აქვე გავაკეთეთ ძირითადი კითხვები პროექტის გეგმაში. დავასრულეთ ბუკლეტის გაფორმება და გადავგზავნეთ my driv-ში.
Tuesday, August 26, 2014
მეორე დღე
დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის იდეები, დავეხმარეთ ერთმანეთს პროექტის თემების უკეთ ჩამოყალიბებაში. მოვძებნეთ ინტერნეტში ბუკლეტისთვის მასალები ,შევქმენით ბუკლეტები და მთლიანი მასალა გადავაგზავნეთ my drive-ზე. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
Monday, August 25, 2014
პირველი დღე
დღევანდელი დღე ჩემთვის ნაოფიერი იყო. გავეცანი viewer-ს და მის გამოყ ენებას. შევქმენით პორთფოლიო, გავეცანი პორთფოლიოს ჩეკლისტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დოკუმენტები საქაღალდეებში დახარისხებული ჩავაწყოთ. განვიხილეთ პორთფოლიოს რუბრიკა, ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონი. გავეცანით ,, რომეო და ჯულიეტას" პროექტს. გავეცანით პროექტის მახასიათებლებს.
Subscribe to:
Posts (Atom)