Wednesday, September 10, 2014

მეცხრე დღე

დღევანდელ დღეს ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციით დაიწყო. პირველი გამომსვლელი იყო ალექსანდრა ჭიპაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი. მისი პროექტის თემა იყო გამოთვლები. მათემატიკის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტის გეგმა თანმიმდევრული და სწორად გაწერილია. ვფიქრობ, საინტერესო გამოვა.
    მეორე გამომსვლელი იყო მადონა ულუმბელაშვილი, რომელმაც წარმოადგინა პროექტი ,,ომი და მისი შედეგები". გეგმაში გათვალისწინებული აქვს მიზნების შესაბამისი აქტივობები. პროექტს შევაფასებდი დადებითად.
     შორენა ტაბატაძე, ქართულის მასწავლებელი- ,,წამებულიდან წმინდანობამდე" გეგმაში დასახულ მიზნებს მისი აქტივობები თითქმის შეესაბამება. თუმცა მე მის გეგმას დავამატებდი შეხვედრას სასულიერო პირთან.
       ია ლომიძე-,,გენდერული თანასწორობა" საკმაოდ მტკივნეული თემაა და მოსწავლეებს დააინტერესებთ. გეგმაში ჩართული აქვს ინსცენირებები ,რომელიც ბავშვებს უფრო გააზრებინებს ამ პრობლემას.
    მანანა ბარბაქაძე ,,ჩვენი კუთხის ადათ-წესები" პროექტის გეგმა თანმიმდევრულია. პროექტი ხელს შეუწყობს  თაობათა შორის ურთიერთობის განმტკიცებას.
   ნესტან გელაშვილი ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა". მასწავლებლის მიზანია ლექსი მოსწავლეს დაანახოს სხვა კუთხით. რათა დაანახოს  ლექსის ესთეთიური ხიბლიც  და პრაქტიკული გამოყენებაც. ლამაზი პროექტი გამოვა, ჩემი გადასახედიდან.
   ნინო გელაშვილი ,,მისალმების ფორმები" . ნინომ ერთმანეთს შეადარა ქართული და გერმანული მისალმების ფორმები. გეგმაში შევიდა შენიშვნა, ჯგუფებს დავალებები უნდა ჰქონდეს თანაბარი და ერთნაირი.
  ფატი ნოზაძე ,,როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში". მასწავლებლის მიზანი იყო,დაანახოს მოსწავლეებს რომ კომპიუტერი არ არის მხოლოდ თამაშის ინსტრუმენტი. აქტივობებს აკლია თანმიმდევრობა.
  ლინა ჩინჩალაძე- ,,მუსიკა ცხოვრებაში" მან გადაწყვიტა, მოსწავლეები დააფიქროს, რომელი ჟანრის მუსიკაა პოპულარული, რა არის ამის მიზეზი. ამ მეთოდით ვფიქრობ, მასწავლებელი დააინტერესებს ბავშვებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკით.
  ლედარეჯან ლომსაძე -მიგრაცია. მასწავლებელი შეეცადა პროექტის განხორციელებით მოსწავლეები დააფიქროს, როგორ ვებრძოლოთ სოფლების დაცლას.
   ლელა სამხარაძე ,,ფიქრები ლიტერატურაზე" .მასწავლებლის მიზანი არის, დააინტერესოს მოსწავლე წიგნით. ეს პრობლემა გლობალურია, მაგრამ მცდელობა უკვე გამარჯვების დასაწყისია.
     მე კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლე. პროექტის წერის ახალ მეთოდებს გავეცანი.ვისწავლე ახალი ფორმების, გრაფიკების გაკეთება.ვეცდები, გამოვიყენო სიახლეები.

Tuesday, September 9, 2014

მერვე დღე

დღეს საკმაოდ საინტერესო ტრენინგი იყო.მე ძალიან მომეწონა ინტერნეტში გამოქვეყნებული კითხვარების შექმნა,მას ხშირად გამოვიყენებ მუშაობის პროცესში, და დარწმუნებული ვარ მოსწავლეებიც ხალისით ამყვებიან.
         ვისწავლეთ პროექტის ჩეკლისტის გამოყენება,შევავსეთ და ჩავასწორეთ პროექტის გეგმა. გადავამოწმეთ ელექტრონული პორტფოლიო და ა.შ.

Monday, September 8, 2014

მეშვიდე დღე

მოვისმინეთ ერთმანეთის პროცედურები, გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, შევქმენით თვითშეფასების ფორმა, გარდნერის თეორიაზე დაყრდნობით. გავაკეთეთ პრეზენტაციის ხარაჩო,გავაზიარეთ ჩვენი ნამუშევარი ბლოგზე.

Wednesday, September 3, 2014

მეექვსე დღე

დღეს ჩემთვის საინტერესო იყო იმის სწავლა, როგორ გადავიტანო ჩემი ნამუშევარი driv-დან blog-ზე დაგამოვაქვეყნო. page-ს შექმნა.ვისწავლეთ ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია როგორ დავმალოთ სხვებისგან. გავეცანით სხვადასხვაშეფასების რუბრიკას და შევქმენით პროექტისთვის შეფასების რუბრიკა.

Tuesday, September 2, 2014

მოსწავლი ნაშრომი

მეხუთე დღე

პირველ რიგში გავიხსენეთ წინარე ცოდნა. ვისწავლე, როგორ გავუზიაროთ ჩვენი ნამუშევარი სხვას,გავაკეთეთ კომენტარები. გავეცანით საავტორო უფლებების სლაიდს. შევქმენით ბიბლიოგრაფია.გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაციის ნიმუში. ახალი მასალა ავტვირთეთ ინტერნეტში. როგორც ყოველთვის ნაყოფიერი დღე იყო.

Monday, September 1, 2014

მეოთხე დღე

კმაყოფილი ვარ ჩემი მუშაობით.ბევრირამ ვისწავლე.გავეცანით  შეფასების მიზნებს. ჩემი პროექტისთვის შევარჩიე შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის მიმდინარეობის სხვადასხვა ეტაპისთვის. შევქმენით პორტფოლიოს  პრეზენტაცია და მასში ჩავსვით შეფასების ფორმმა ობიექტის სახით. ვისწავლეთ ერთმანეთის ბლოგზე დაკომენტარება. დღევანდელ დღეს რაც შევქმენით, გადავიტანეთ  my driv-ში.

Wednesday, August 27, 2014

მესამე დღე

შევამოწმეთ საგნობრივი სტანდარტებიდან რამდენად სწორად და შესაბამისად ამოვიწერეთ შედეგები ჩვენი პროექტისთვის. ამ ამოცანის შესრულებაში დაგვეხმარა ბლუმის განახლებული ტაქსონომია.. სტანდარტის შესაბამისად ჩამოვაყალიბეთ პროექტის ამოცანები, რომელიც კონკრეტულია და რომლის შეფასებასაც ნამდვილად შევძლებთ.გავეცანით და შევისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები.აქვე გავაკეთეთ ძირითადი კითხვები პროექტის გეგმაში. დავასრულეთ ბუკლეტის გაფორმება და გადავგზავნეთ my driv-ში.

Tuesday, August 26, 2014

მეორე დღე

  დღეს მოვისმინეთ ერთმანეთის პროექტის იდეები, დავეხმარეთ ერთმანეთს პროექტის თემების უკეთ ჩამოყალიბებაში. მოვძებნეთ ინტერნეტში ბუკლეტისთვის მასალები ,შევქმენით ბუკლეტები და მთლიანი მასალა გადავაგზავნეთ my drive-ზე. გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.

Monday, August 25, 2014

პირველი დღე

           დღევანდელი დღე ჩემთვის ნაოფიერი  იყო. გავეცანი viewer-ს და მის გამოყ ენებას. შევქმენით პორთფოლიო, გავეცანი პორთფოლიოს ჩეკლისტს, რომელიც საშუალებას გვაძლევს დოკუმენტები საქაღალდეებში დახარისხებული ჩავაწყოთ. განვიხილეთ პორთფოლიოს რუბრიკა, ვნახეთ პროექტის გეგმის შაბლონი. გავეცანით ,, რომეო და ჯულიეტას" პროექტს. გავეცანით პროექტის მახასიათებლებს.