დღევანდელ დღეს ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაციით დაიწყო. პირველი გამომსვლელი იყო ალექსანდრა ჭიპაშვილი, მათემატიკის მასწავლებელი. მისი პროექტის თემა იყო გამოთვლები. მათემატიკის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროექტის გეგმა თანმიმდევრული და სწორად გაწერილია. ვფიქრობ, საინტერესო გამოვა.
მეორე გამომსვლელი იყო მადონა ულუმბელაშვილი, რომელმაც წარმოადგინა პროექტი ,,ომი და მისი შედეგები". გეგმაში გათვალისწინებული აქვს მიზნების შესაბამისი აქტივობები. პროექტს შევაფასებდი დადებითად.
შორენა ტაბატაძე, ქართულის მასწავლებელი- ,,წამებულიდან წმინდანობამდე" გეგმაში დასახულ მიზნებს მისი აქტივობები თითქმის შეესაბამება. თუმცა მე მის გეგმას დავამატებდი შეხვედრას სასულიერო პირთან.
ია ლომიძე-,,გენდერული თანასწორობა" საკმაოდ მტკივნეული თემაა და მოსწავლეებს დააინტერესებთ. გეგმაში ჩართული აქვს ინსცენირებები ,რომელიც ბავშვებს უფრო გააზრებინებს ამ პრობლემას.
მანანა ბარბაქაძე ,,ჩვენი კუთხის ადათ-წესები" პროექტის გეგმა თანმიმდევრულია. პროექტი ხელს შეუწყობს თაობათა შორის ურთიერთობის განმტკიცებას.
ნესტან გელაშვილი ,,პოეზია უპირველეს ყოვლისა". მასწავლებლის მიზანია ლექსი მოსწავლეს დაანახოს სხვა კუთხით. რათა დაანახოს ლექსის ესთეთიური ხიბლიც და პრაქტიკული გამოყენებაც. ლამაზი პროექტი გამოვა, ჩემი გადასახედიდან.
ნინო გელაშვილი ,,მისალმების ფორმები" . ნინომ ერთმანეთს შეადარა ქართული და გერმანული მისალმების ფორმები. გეგმაში შევიდა შენიშვნა, ჯგუფებს დავალებები უნდა ჰქონდეს თანაბარი და ერთნაირი.
ფატი ნოზაძე ,,როგორ გამოვიყენოთ კომპიუტერი რეალურ ცხოვრებაში". მასწავლებლის მიზანი იყო,დაანახოს მოსწავლეებს რომ კომპიუტერი არ არის მხოლოდ თამაშის ინსტრუმენტი. აქტივობებს აკლია თანმიმდევრობა.
ლინა ჩინჩალაძე- ,,მუსიკა ცხოვრებაში" მან გადაწყვიტა, მოსწავლეები დააფიქროს, რომელი ჟანრის მუსიკაა პოპულარული, რა არის ამის მიზეზი. ამ მეთოდით ვფიქრობ, მასწავლებელი დააინტერესებს ბავშვებს სხვადასხვა ჟანრის მუსიკით.
ლედარეჯან ლომსაძე -მიგრაცია. მასწავლებელი შეეცადა პროექტის განხორციელებით მოსწავლეები დააფიქროს, როგორ ვებრძოლოთ სოფლების დაცლას.
ლელა სამხარაძე ,,ფიქრები ლიტერატურაზე" .მასწავლებლის მიზანი არის, დააინტერესოს მოსწავლე წიგნით. ეს პრობლემა გლობალურია, მაგრამ მცდელობა უკვე გამარჯვების დასაწყისია.
მე კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, ბევრი რამ ვისწავლე. პროექტის წერის ახალ მეთოდებს გავეცანი.ვისწავლე ახალი ფორმების, გრაფიკების გაკეთება.ვეცდები, გამოვიყენო სიახლეები.
No comments:
Post a Comment